აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაცია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ეწვია

15 ივნისს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში ცენტრის ხელმძღვანელი – თენგიზ ცერცვაძე და წამყვანი სპეციალისტები: აკაკი აბუთიძე, ლალი შარვაძე და ვახტანგ ქერაშვილი შეხვდნენ აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ასოცირებულ დირექტორ პეიჯ ამსტრონგსა და ამერიკული დელეგაციის სხვა წევრებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა, ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და საერთაშორისო ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციები.

პეიჯ ამსტრონგმა აღნიშნა საქართველოს, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველი სამოდელო ქვეყნის წარმატებები და მისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების დიდი დაინტერესება პროგრამის შედეგებით, აგრეთვე, იმ სამეცნიერო კვლევებით, რომლებსაც ცენტრი ახორციელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში.
პეიჯ ამსტრონგმა აღნიშნა აგრეთვე, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) ერთად იგეგმება ზოგად მოსახლეობაში C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის მეორე საკონტროლო კვლევის ჩატარება, რომელიც საშუალებას მოგვცემს შეფასდეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ზეგავლენა ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელებაზე.
მანვე აღნიშნა, რომ შემდეგ კვირაში იგეგმება პროგრამის სამეცნიერო კომიტეტის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნება, რომ ჯანმო საქართველოში, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყანაში, გეგმავს კვლევას ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის შესაფასებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები