ბექა ლილუაშვილი: ყოველდღიურად ვისმენთ ახალ-ახალ გამოგონილ ისტორიებს, ბავშვობაში იყო თამაში, „გაფუჭებული ტელეფონი“ ერქვა, ჩურჩულით ინფორმაციის, ჭორების გავრცელება და ეს ამას მაგონებს
“სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის გაუგებარი ჭორაობის საფუძველზე ხდება გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს უშედეგო იქნება”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, პარტიას არავითარი კოალიციური შეთანხმებები არ სჭირდება.
„ყოველდღიურად ვისმენთ ახალ-ახალ გამოგონილ ისტორიებს. იცით, რა მახსენდება? ბავშვობაში იყო თამაში, „გაფუჭებული ტელეფონი“ ერქვა, ჩურჩულით ინფორმაციის, ჭორების გავრცელება და ეს ამას მაგონებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის გაუგებარი ჭორაობის საფუძველზე ხდება გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციის მცდელობა. რა თქმა უნდა, ეს უშედეგო იქნება. რა შეიძლება, ვუწოდოთ ასეთი პოლიტიკური შეფასებების გავრცელებას, რომლის უკანაც არანაირი რაციონალი და თანმიმდევრული ლოგიკა არ დგას. ეს იმის გამოვლინებაა, რომ მათ დაინახეს, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს წინ და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი მიმართულია თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე. ასევე, დაინახეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, ის, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა და ჩვენი რეიტინგი. ეს არის რაღაც გაუგებარი მცდელობების მთავარი საფუძველი.
დღევანდელი მდგომარეობით, არავითარი კოალიციური შეთანხმებები არ გვჭირდება. რა თქმა უნდა, თბილისის მერობის კანდიდატი გვეყოლება. განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას. ახლა ვერ დაგისახელებთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.