ნიკა მელია: სენატორი რონ ჯონსონი ყველა მიმართულებით ინფორმირებულია და მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამერიკელ სენატორს, რონ ჯონსონს შეხვდა.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, საუბარი საქართველოს განვითარების პერსპექტივებს შეეხო.
“მოხარული ვარ, რომ პირადად გავიცანი საქართველოს უდიდესი მეგობარი, სენატორი ჯონსონი. მასზე ბევრი მსმენია, მათ შორის, ისიც, რომ ციხის საკანში ჩემი ყოფნისას როგორ იცავდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას, მის ფასეულობებს. საქართველოს ასეთი ერთგული მეგობარი თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს. ყველა მიმართულებით სენატორი ინფორმირებულია და მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას”,- განაცხადა ნიკა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია ამერიკაში 4 დღეა, რაც იმყოფება.