პაატა მანჯგალაძე: “ქართულ ოცნებას” აქვს პრიმიტიული რიტორიკა, რომ გახარია მათი ელექტორალური სივრციდან გადმოაგდონ ოპოზიციის ველზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე მმართველი გუნდის მხრიდან ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს იაფფასიან რიტორიკას უწოდებს.

მისივე თქმით, გახარიას ძირითადი გავლენა აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ მხარდამჭერებში და არა – იმ ხალხში, ვისაც “თვალი დათხარა”.

“ეს არის ძალიან მარტივი, იაფფასიანი და პრიმიტიული რიტორიკა გახარიასთან დაკავშირებული. „ქართული ოცნება“ რასაც საუბრობს, ეს არის პიარ-სტრატეგიების მიერ გაწერილი სტრატეგია, რომ გახარია „ქართული ოცნების“ ელექტორალური სივრციდან გადმოაგდონ ოპოზიციის ველზე, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ იმიტომ, რომ გახარიას ძირითადი გავლენა აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ მხარდამჭერებში და არა – იმ ხალხში, ვისაც თვალი დათხარა”, – აცხადებს მანჯგალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები