შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ასევე საგადასახადო მონიტორინგისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, საქართველო-ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ.
მისი თქმით ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვის პროცესში, უმნიშვნელოვანესია მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარებოდეს სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენება, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და კონტრაფაქციული ტვირთების გამოვლენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს , ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობას.
,,ფორუმის ფარგლებში, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით საავტორო უფლების მფლობელების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, კონკრეტული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაც მომავალში პროდუქტის იდენტურობის დადგენის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების სფეროში ინვესტიციების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს და საბაჟო დეპარტამენტს ამ პროცესში, როგორც პირველ ხაზს, იმპორტირებული საქონელის კონტროლის მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია“,- აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმის მიზანია, ერთობლივი მონიტორინგისა და ადმინისტრირების გზით, სხვადასხვა უწყებებებს შორის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის დანერგვა, ასევე წარმატებული გამოცდილების გაზიარება და კონტრაფაქციული პროდუქციის იდენტიფიცირების მიზნით, უახლესი რისკების შეფასების მოდულების გამოყენებით, სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გზით შემოსული ტვირთების მიმართ, თანმხლები დოკუმენტაციის ანალიზი.
ღონისძიებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, პატენტრწმუნებულები, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები დაესწრნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები