“ნაცმოძრაობა” ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეიდან იწყებს
დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს იწყებს.
პარტიის ლიდერების თქმით, დაგეგმილია შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან. კონსულტაციები გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – ნიკა მელია და პარტიის წევრები – თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 ივნისს გაემგზავრნენ.