რატი იონათამიშვილი: რეგიონული მნიშვნელობის პრეცედენტია, როდესაც საქართველოს, ჩვენი პრემიერმინისტრის ფასილიტაციით, ასევე, აშშ-ის ჩართულობით მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი და გათავისუფლდნენ სომხეთის მოქალაქეები

“რეგიონული მნიშვნელობის პრეცედენტია, როდესაც საქართველოს, ჩვენი პრემიერმინისტრის ფასილიტაციით, ასევე, აშშ-ის ჩართულობით მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი და გათავისუფლდნენ სომხეთის მოქალაქეები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის ლიდერი რეგიონში როგორც მშვიდობის, ისე –  უსაფრთხოების, ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხრივ.

„ეს არის რეგიონული მნიშვნელობის პრეცედენტი, როდესაც საქართველოს, ჩვენი პრემიერმინისტრის ფასილიტაციით, ასევე, აშშ-ის ჩართულობით მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი, როდესაც გათავისუფლდნენ სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც საომარი კონფლიქტის დროს ტყვედ იყვნენ აყვანილი და აზერბაიჯანს გადაეცა დოკუმენტაცია, რომელიც გაზრდის უსაფრთხოებას რეგიონში. ეს არის ჩვენი საგარეო გუნდისა და ჩვენი პრემიერმინისტრის პროაქტიური მუშაობის შედეგი და იმის გამოხატულება, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში როგორც მშვიდობის, ისე –  უსაფრთხოების, ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხრივ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები