მონტე-კარლოში ქართული ქვევრის ღვინო, რომელიც 8000 წელზე მეტს ითვლის, საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარსდგა

მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაცია-დეგუსტაციაზე გოჩა ჩხაიძემ მონაკოს სამთავროს პრინც ალბერ მეორეს ქართული ქვევრის ღვინოები წარუდგინა.

პრეზენტაცია – დეგუსტაციას  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
”ვფიქრობ, ქართული მეღვინეობის ისტორიაში საინტერესო პროცესი დაიწყო. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ  კომპანია “ასკანელი” არის ორგანიზატორი  და ინიციატორი ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაციის მონტე-კარლოში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მონაკოს სამთავროს პრინცი ალბერ მეორე დაესწრო. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. დღეს ჩვენ სიამაყით წარვადგინეთ ქართული ქვევრის ღვინო მეღვინეობის სექტორში დომინანტ საფრანგეთსა და მონაკოში, 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ქვევრის ღვინო, რომელიც ბრმა დეგუსტაციით შეირჩა. დეგუსტაციაზე შეკრებილმა ღვინის საერთაშორისო ექსპერტებმა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა მეღვინეებმა ქართული ქვევრის ღვინოები დააგემოვნეს და შეაფასეს. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ღვინის უნიკალურობასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდებს”,- განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.
პრეზენტაციაზე 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ პრეზენტაცია-დეგუსტაციას ანსაბლი “რუსთავი”  ქართული ხალხური სიმღერებით აფორმებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები