“მანდარინების" პრემიერამ რიგაში ანშლაგით ჩაიარა

   ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ლატვიის რესპუბლიკაში ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით, რიგაში ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინები“-ს პრემიერა გაიმართა. ფილიმის ჩვენებას ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ჟურნალისტები, კინომცოდნეები, სტუდენტები და საქართველოსა და ესტონეთის დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილმის ჩვენებამდე ღონისძიების მონაწილეებს ფილმის რეჟისორებმა – ზაზა ურუშაძემ და ივო ფელტმა მიმართეს და მოკლედ გააცნეს ფილმის შექმნის ისტორია. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ლატვიაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ ჯანჯალია და ლატვიაში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, მატი ვაარმანი. ელჩებმა მადლობა გადაუხადეს სტუმრებს იმ დიდი ინტერესისათვის, რომელიც ფილმის მიმართ გამოხატა. ფილმს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ლატვიურ საზოგადოებაში. მისმა პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. როგორც საღამოს სტუმრება აღნიშნეს, „მანდარინები“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც ერთდროულად იწვევს ღიმილსა და ცრემლს, იძლევა საშუალებას დაფიქრდე ადამიანური ღირებულებების შესახებ. ფილმის პრემიერამდე საელჩოს ორგანიზებით, “მადარინების” შესახებ საინფორმაციო სიუჟეტი ორმა სატელევიზიო არხმა მოამზადა. ჩაიწერა ინტერვიუები, როგორც ლატვიაში საქართველოს ელჩთან, ისე ფილმის რეჟისორთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები