არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
„გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ მიღწეულ პროგრესსა და შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების მიხედვით. ელჩს მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის – ჰუბერტ ქნირში საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გერმანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები