ზაალ ანჯაფარიძე: ვფიქრობ, თებერვალში დაგეგმილ და ვერშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში ჩართულ თავდაცვისა და შსს-ში არსებულ ჯგუფებზე ინფორმაციით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული განცხადებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„გუშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გაჟღერდა რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში არსებულ ჯგუფებზე, რომლებიც ჩართული იყვნენ თებერვალში დაგეგმილ და ვერშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში. ვფიქრობ პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ ადამიანებით, რადგანაც ამ სტრუქტურებში მათი ყოფნა არათუ პოტენციურ, რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები