ალუდა ღუდუშაური: ვფიქრობთ, დღეს დასრულდება უბნების გადათვლის პროცესი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საგამოძიებო კომისიამ შემდგომი ნაბიჯები დაგეგმოს
“დარღვევებს, რომლებმაც შესაძლოა, საბოლოო შედეგებზე იქონიოს გავლენა, ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება უბნების გადათვლის პროცესი.
„ვფიქრობთ, დღეს დასრულდება უბნების გადათვლის პროცესი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები, თუ ვინ უნდა იქნას დაბარებული გამოკითხვაზე. დარღვევებს, რომლებმაც შესაძლოა, საბოლოო შედეგებზე იქონიოს გავლენა, ამ ეტაპზე ადგილი არ აქვს. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე, აუცილებლად წერტილს დაუსვამს ყველა კითხვასა და მანიპულირებას, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ტირაჟირებდნენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.