ბექა დავითულიანი: მზაობა იმისთვის, რომ დავაახლოოთ და შევაჯეროთ პოზიციები, ჩვენი მხრიდან ამნისტიის კანონპროექტშივე გამოიხატა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, მმართველი გუნდი კომპრომისებზე წავიდა და პოზიციების დაახლოებისთვის მუშაობა ახლაც გრძელდება.

„მზაობა იმისთვის, რომ დავაახლოოთ და შევაჯეროთ პოზიციები, ჩვენი მხრიდან ამნისტიის კანონპროექტშივე გამოიხატა. ჩვენ კომპრომისებზე წავედით, რათა შეთანხმება შემდგარიყო. ახლა ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო დავაახლოვოთ პოზიციები ამნისტიასთან დაკავშირებული პრეტენზიების გათვალისწინებით და ვნახოთ, რა გამოვა საბოლოოდ“, – განაცხადა დავითულიანმა.

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები