ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნების” მხრიდან წამოწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას

“საუბარი შეეხო იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია, მათ შორის, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასასრულ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე.

“საუბარი შეეხო იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია, მათ შორის, ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასასრულ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მხრიდან წამოწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას. ეს, პრაქტიკულად, უნიკალური შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც საარჩევნო რეფორმას, პრაქტიკულად, მხარს უჭერს ყველა სუბიექტი. ასევე, გვქონდა საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც გაიმართება ამ წლის ოქტომბერში“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები