მაკა ბოჭორიშვილმა COSAC-ის პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირის საპრეზიდენტო სამეულის სპეციალური მოწვევით, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესიის მთავარ განსახილველ საკითხებს მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია, ევროკავშირის სოციალური პოლიტიკის გაძლიერება, კერძოდ კი – ჯანდაცვის კავშირის შექმნის მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ღია ევროპის სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერება წარმოადგენდა.
მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა „ევროპის მომავლის კონფერენციის” სესიაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი ქვეყნისთვის ამ ფორმატში მონაწილეობის მნიშვნელობას.

მისი თქმით, ევროპის მომავალი საქართველოს მომავალიცაა, შესაბამისად, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ჩაერთოს „ევროპის მომავლის კონფერენციის” მუშაობაში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს, როგორც ევროპისა და მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმოსაჩენად, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები