თენგიზ ცერცვაძე: მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

მისივე თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა.

„იხსნება სახმელეთო საზღვრები, სადაც დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებში. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს, როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. უნდა ზედმიწევნით შევასრულოთ რეგულაციები და, პირველ ყოვლისა, ყველამ ვატაროთ პირბადეები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები