მარინა კალიურანდი: შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს „ნაცმოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა – ეს ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ნიშნავს
“მომწონს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და პარლამენტში მუშაობის დაწყება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა იყოს.
„მომწონს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და პარლამენტში მუშაობის დაწყება, როგორც ამას ამომრჩეველი ავალდებულებს. შემდეგი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს. ეს რეალურ პასუხისმგებლობასა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ნიშნავს“, – წერს კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.