„ქართული ოცნება” – რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად, აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი

“რადიკალურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ფაქტობრივად, აღიარა თავისი დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგის მარცხი და იკავებს ადგილებს საქართველოს პარლამენტში”, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომელსაც პარტია „ტვიტერზე“ ავრცელებს.

განცხადების მიხედვით,  ,,ნაციონალური მოძრაობა” უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე.

“ამასთან, “ნაციონალური მოძრაობა” უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით განხორციელებული პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის დასრულების კონსენსუსის საფუძველია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები