კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.

„დღეს დილით ტრამპს ვესაუბრე“, – თქვა კარნიმ და დასძინა, რომ ორივე მხარემ „განიხილა რამდენიმე თემა, მათ შორის კანადის პროვინცია ონტარიოსა და ამერიკის შტატ მიჩიგანს შორის ხიდის საკითხი“.

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ამერიკულ მხარეს აუხსნა, რომ კანადამ ხიდის მშენებლობა 4 მილიარდ დოლარზე მეტით დააფინანსა და ობიექტის საკუთრება კანადის მთავრობასა და მიჩიგანის შტატს შორის იყოფა.

„მშენებლობის დროს ჩვენ გამოვიყენეთ კანადის ფოლადის გადამამუშავებელი და კანადელი მუშები, თუმცა ასევე გამოვიყენეთ ამერიკის ფოლადის გადამამუშავებელი და ამერიკელი მუშები“, – თქვა კარნიმ და ხაზი გაუსვა პროექტის თანამშრომლობით ხასიათს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე დაწერა, რომ ის არ დაუშვებს ონტარიოს (ვინძორი) და მიჩიგანის (დეტროიტი) ქალაქებს შორის ხიდის გახსნას მანამ, სანამ კანადა ვაშინგტონს საკუთრების უფლების ნახევარს არ მიანიჭებს. მან ასევე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კანადის მთავრობის გეგმები ჩინეთთან შეთანხმების დადების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები