“ნორმად მოინდომეს, დაემკვიდრებინათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეგეძლოს ნებისმიერი ქმედება და ეს გასაღებული იქნებოდა, რომ არის თავისუფალი აზრის გამოხატვა” – ქადაგიშვილი

“ნორმად მოინდომეს, დაემკვიდრებინათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეგეძლოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, საბოტაჟი და მტრული ქმედებაც კი და ეს გასაღებული იქნებოდა, რომ არის თავისუფალი აზრის გამოხატვა”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატი საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომას გამოეხმაურა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ერთგვარად ნორმად მოინდომეს დაემკვიდრებინათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეგეძლოს შენ ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, საბოტაჟი და მტრული ქმედებაც კი ჩაგედინა და ეს გასაღებული იქნებოდა, რომ ეს არის თავისუფალი აზრის გამოხატვა და ერთგვარი პროტესტის ფორმა. არადა კანონმდებლობა ამას მკაფიოდ არეგულირებს. სწორედ ამ კანონის მიხედვით უწევს ყველა ამ ადამიანს დღეს პასუხის გაცემა სასამართლოში”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები