მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, იყვნენ აქტორები, რომლებისთვისაც საქართველოს სუვერენული უფლებები პრობლემას წარმოადგენდა

საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც დასაშვები იყო სხვა ქვეყნებისთვის, მიუღებელი იყო საქართველოს შემთხვევაში.

„იყვნენ აქტორები, რომელთათვისაც სწორედ საქართველოს სუვერენული უფლებების განხორციელება პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონების მიღებისთვის გაკრიტიკდა საქართველო. ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ, პარლამენტის მიერ კანონების მიღება გახდა ერთგვარად კრიტიკის საფუძველი მაშინ, როდესაც ეს კანონები სწორედ საქართველოს ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან, ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.

აქედან გამომდინარე, იგივე პროცესები მიმდინარეობს ახლაც. არსებობს სუბიექტური ინტერესები და ეს ქვეყნები მოქმედებენ სწორედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად, რაც ძალიან ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ინტერესებთან მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები