ირაკლი კობახიძე: კახი კახიშვილის წასვლა მმართველი გუნდიდან გამორიცხულია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახი კახიშვილის წასვლა მმართველი გუნდიდან გამორიცხულია.
მისი თქმით, მსგავსი შეკითხვის დასმის საფუძველი არ არსებობს.
„ეს გამორიცხულია. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ კოლეგები, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და ამ მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში ჩვენ გვქონდა მსჯელობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
კახის ჰქონდა გარკვეული საკითხები დაყენებული, რაც ეხებოდა ობიექტურ საჭიროებას, ჩვენ ეს განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და გრძელდება მომდევნო მუშაობა. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი ამ შეკითხვის დასმისა აღარ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.