მედიის ცნობით, აშშ-მა ირანთან დაძაბულობის გამო კატარში რაკეტები განალაგა

ირანთან დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის სამხედროებმა კატარში მობილურ გამშვებ სისტემებზე რაკეტები განალაგეს, – ამის შესახებ Reuters-ი თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით იუწყება.

„ახლო აღმოსავლეთის უდიდეს ბაზაზე, კატარში, ალ-უდეიდში განლაგებულმა აშშ-ის ძალებმა იანვრიდან ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, სატვირთო მანქანებზე დამონტაჟებულ გამშვებ სისტემებზე რაკეტები განათავსეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უფრო სწრაფად გადატანა უკვე შესაძლებელია“, – იტყობინება სააგენტო.

თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს თვითმფრინავების რაოდენობის ზრდა თებერვალში, განსაკუთრებით იორდანიაში, ალ-უდეიდისა და მუვაფაკ სალტის ამერიკულ ბაზებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები