Spiegel-ის ცნობით, გერმანია რუსეთში ელჩის შეცვლას გეგმავს

გერმანია გეგმავს რუსეთში თავისი ელჩის, ალექსანდრ ლამბსდორფის შეცვლას და მოსკოვში მის მემკვიდრედ მექსიკაში გერმანიის ამჟამინდელი ელჩის, კლემენს ფონ გიოტცეს დანიშვნას, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი გერმანიის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ალექსანდრე ლამბსდორფი, ამჟამად მოსკოვში ელჩი, თელ-ავივში გადადის… ლამბსდორფი ისრაელში მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს და ელჩ შტეფენ ზაიბერტს შეცვლის, რომელიც სამსახურის ხანგრძლივობის გამო პენსიაზე გადის… მოსკოვში მისი მემკვიდრე იქნება ელჩი კლემენს ფონ გიოტცე, რომელიც ამჟამად მეხიკოში მისიას ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები