ბექა ლილუაშვილი: ,,ფეიკნიუსებით” ცდილობენ დისკრედიტაციას, ეს არის და ეს
,,ფეიკნიუსებით” ცდილობენ დისკრედიტაციას, ეს არის და ეს”, – ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა პარტია დაფუძნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭირვალე პროცესი.
„იყო რაღაც პარტიული კვლევები, სადაც რეალობა ყველასთვის გახდა ნათელი და ახლა ყველა გზით, ფეიკნიუსებით, მათ შორის, ფეიკნიუსების სხვადასხვა მედიასაშუალებისგან გავრცელებით, ისინი ცდილობენ, მოახდინონ მარტივად დისკრედიტაცია. ეს არის და ეს. ამის შინაარსში დეტალურად ვერ შევალ. რაც შეეხება პარტიის ფინანსებს – ბუნებრივია, ეს პროცესი არის ზოგადად გამჭირვალე პროცესი, ყოველ პარტიას უწევს სამ დღეში ერთხელ ანგარიშვალდებულება აუდიტის სამსახურსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან.
როცა პარტია დაფუძნდება და უკვე გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები, ამის შემდეგ ეს იქნება გამჭირვალე პროცესი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
„გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ – ამ სათაურით მედიაში სტატია გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.