ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დაესწრო

“ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დაესწრო”,- ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

“დღეს, 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დაესწრო, სადაც ღვთისა და ერის წინაშე, სამხედრო ფიცი, 247-მა რეკრუტმა დადო და დღეიდან, ისინი, საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

საზეიმო ღონისძიებას, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სტუმართა შორის იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ანდრი ტარანი, რომლებიც სპეციალურად ამ დღის მოსალოცად ჩამოვიდნენ საქართველოში.

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.

“მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს – ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს! განსაკუთრებით, პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის’’,- აღნიშნა თავის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 5 ლოკაციაზე გაიმართა: სვანეთში – უშბასა და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში – პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში – ფარავნის ტბასთან, კახეთში – ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში.

მოგვიანებით, კობა კობალაძე, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც კიდევ ერთხელ მიაგო პატივი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც დღეს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით. სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში, საფნაგეთში წასული გენერალი, 1970 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით, საფრანგეთიდან სამშობლოში მიმდინარე წლის 22 მაისს ჩამოასვენეს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საუკუნოვანი განშორების შემდეგ, გენერალი, მშობლიურ მიწას დაუბრუნდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები