შალვა შავგულიძის განცხადებით, 20 ივნისის აქციაზე ნიკა მელია იმყოფებოდა როგორც მოქალაქე და არა როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი
პარტია „ლელოს“ წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, 20 ივნისის აქციაზე ნიკა მელია იმყოფებოდა როგორც მოქალაქე და არა როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი.
„ნიკა მელიას თუ აქვს ჩადენილი რამე დანაშაული, ეს არ უკავშირდება მის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობას, როცა სახელმწიფო მოხელე ჩადის ამას, იქ მეტია მოთხოვნა. მელია, თუ ის იყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არ ახორციელებდა სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს არ აქვს ჩადენილი დანაშაული“ – ამის შესახებ შალვა შავგულიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის კითხვაზე – „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს, ერთ სტანდარტს უყენებთ, თუ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე საჯარო მოხელეს? შალვა შავგულიძემ უპასუხა, რომ მაღალი რანგის პირს ლოგიკურად, კიდევ უფრო მეტი მოეთხოვება.
„325-ე მუხლით თუ ჩაიდინა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, მას ხომ უფრო მეტი მოთხოვნა უნდა წაუყენოთ? თქვენ ბრძანეთ ახლა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს მეტი მოეთხოვება. ანუ, თუკი 325-ე მუხლით დანაშაული ჩავიდინე მე, მეტი კრიტერიუმი უნდა წამიყენოთ, რომ ამნისტირებული ვიყო, ვიდრე მას, ვისაც მე დავალება მივეცი. და ეს როგორ არის, რა ლოგიკაში ჯდება?“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შალვა შავგულიძის თქმით, ერთ სიბრტყეზე ვერ დავაყენებთ სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელების დროს სახელმწიფო მოხელეების ქმედებას, მათ შორის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მოხელეთა ქმედებებს.
„სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების დროს უნდა ისარგებლოს მან კანონისმიერად. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ამ შემთხვევაში, მელია, თუ ის იყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ის არ ახორციელებდა სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს არ აქვს ჩადენილი დანაშაული“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ანრი ოხანაშვილის კითხვაზე – უფლებამოსილების განხორციელების დროს როგორ უნდა ჩაიდინოს მელიამ დანაშაული, ან ჩვენ? შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ 333-ე მუხლი გულისხმობს სწორედ, უფლებამოსილების განხორციელების დროს ჩადენილ დანაშაულებს და ნიკა მელიას თუ აქვს ჩადენილი რამე დანაშაული, ეს არ უკავშირდება მის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობას, როცა სახელმწიფო მოხელე ჩადის ამას, იქ მეტია მოთხოვნა.
ანრი ოხანაშვილი ასევე დაინტერესდა, თუ იქ მოქალაქე დაზარალდა, ისინი დაზარალებული არ არიან? რაზეც შალვა შავგულიძემ უპასუხა – „ეს ამნისტია, რა წერია დოკუმენტში? ამ ორ საქმესთან დაკავშირებით მიიღეთო და ახლა თქვენ თუ ჩაწერთ, ეს ამნისტია გავრცელდეს სხვაზე და მელიაზე არ გავრცელდესო, მაშინ რატომ იღებთო, ამას გვეტყვის მთელი ევროპა. აქ წერია ამ ორ პოლიტიზირებულ საქმეზეო და ყველამ ვიცით აქ იგულისხმება მელიას საქმე, აქ იგულისხმებოდა რურუას საქმე. ეს თავი ამით იწყება“
„თქვენ და მე რომ ჩავიდინოთ 225-ე მუხლით და მოქალაქეები დაზიანდნენ. სამოქალაქო პირები. რა უფლებით შეიძლება, რომ ჩვენ ამნისტია შეგვეხოს ისე, რომ ამ ადამიანებს არ ვკითხოთ? ეს ხომ მოხდა რეალურად? – იკითხა ანრი ოხანაშვილმა.
„ის სტანდარტი, რაზეც ვისაუბრე, არის მოთხოვნა იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი მისი უფლებამოსილების განხორციელების დაკავშირებასთან, პროცესში მოქმედებს და იქ არის მის მიმართ უფრო მეტი მოთხოვნა, სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტით, მაგრამ ეს არ ეხება სხვა მოქმედებებს. თუ არ არის იმ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ეს ამნისტიის პრექტი სწორედ მელიას გათავისუფლებისთვის არის შემოთავაზებული და გაზიარებული“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ანრი ოხანაშვილის თქმით, შავგულიძემ აღიარა, რომ კანონპროექტი ნიკა მელიასთვის დაინიცირდა.
„ბატონო შალვა, აღიარეთ – პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ აიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვით, რომ თქვენ რაიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ აიღეთ, მელიასთვის დააინიცირეთ ეს პროექტი და მელიას გინდათ მიუძღვნათ. სულ ეს არის“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.