9 ივნისიდან Bees Airline კვირაში ორი სიხშირით, თბილისის გარდა, პირდაპირ ფრენებს კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით განახორციელებს
“9 ივნისიდან უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline-ი კვირაში ორი სიხშირით, თბილისის გარდა, პირდაპირ ფრენებს კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით განახორციელებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია კიევიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში სამი სიხშირით Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.