დაჯგუფება “ჰამასის” ოფიციალური წარმომადგენლის, ფაუზი ბარჰუმის განცხადებით, “ჰამასა” არავითარ შემთხვევაში არ არის კავშირში იმ ინციდენტთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა 23 მაისს ბელორუსის საჰაერო სივრცეში.
“ჰამასს” მომხდართან არავითარი კავშირი არ აქვს. არ მივმართავთ ისეთ მეთოდებს, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას მესამე საეჭვო მხარეების მიერ. ცდილობენ “ჰამასის” დემონიზაციასა და პალესტინელი ხალხისადმი სიმპათიის ხელშეშლას მათ ლეგიტიმურ წინააღმდეგობაში”, – თქვა ბარჰუმმა.
მინსკში 24 მაისს განაცხადეს, რომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის საგანგებოდ დაშვების მიზეზი მინსკის საერთაშორისო აეროპორტის ელექტრონულ ფოსტაზე შესული შეტყობინება იყო, რომლის მიხედვით ათენი-ვიულნიუსის რეისზე ბომბია.
როგორც ბელორუსის ტრანსპორტის სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, არტიომ სიკორსკიმ განაცხადა, მუქარა “ჰამასისგან” მოდიოდა.
მისი თქმით, შეტყობინებაში ეწერა: ” ჩვენ, “ჰამასის” ჯარისკაცები ვითხოვთ, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ისრაელის მხარდაჭერაზე ამ ომში. ცნობილია, რომ Delphi Economic Forum-ის მონაწილეები სახლში FR4978 რეისით ბრუნდებიან. ამ თვითმფრინავში ბომბია. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, ბომბი 23 მაისს ვილნიუსის თავზე აფეთქდება”.