ნინო წილოსანი: “ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებული აქციის ლიდერების განცხადება, რომ ეროვნული დღესასწაული გადაიქცეს საპროტესტო აქციად, გაუმართლებელია
“ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებული აქციის ლიდერების განცხადება, რომ 26 მაისი, ნამდვილად ეროვნული დღესასწაული გადაიქცეს საპროტესტო აქციად, გაუმართლებელია და ვფიქრობ, გარკვეულწილად, ანტისახელმწიფოებრივი”, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ დიალოგის ფორმატი უკვე შესთავაზა.
“ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებული აქციის ლიდერების განცხადება, რომ 26 მაისი, ნამდვილად ეროვნული დღესასწაული გადაიქცეს საპროტესტო აქციად, გაუმართლებელია და ვფიქრობ, გარკვეულწილად, ანტისახელმწიფოებრივი. ამ აქციის მონაწილეებს ყველა სახელმწიფო წარმომადგენელმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა დიალოგის რეჟიმში ჩართვა. პროტესტის ის ფორმა, რომელსაც ისინი იყენებენ, იმ პირობებში, როდესაც ყველა მზად ვართ მათთან დიალოგისთვის, თავად სახელმწიფოს აქვს გამოცხადებული მორატორიუმი „ნამოხვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით ცხრა თვის მანძილზე. სრულიად არაადეკვატურად მეჩვენება და გარკვეულ კითხვის ნიშნებს იწვევს, რისთვის არის ეს ყველაფერი მიმართული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.