ჩვენი დღის წესრიგი არის უფრო სწორი, ვიდრე ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს – პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათი დღის წესრიგი უფრო სწორია, ვიდრე ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი დღის წესრიგი აქვს, ჩვენ – ჩვენი. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი დღის წესრიგი არის უფრო სწორი და ხალხზე ორიენტირებული, ვიდრე ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებას რამდენიმე დღეში აცნობებენ.