“ქართული ოცნება“ ემზადება იმისათვის, რომ კვლავაც დამაჯერებლად გაიმარჯვოს შემდგომი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, განწყობა პოზიტიურია.
„ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად დღეს პარტიულ აქტივს შევხვდით. შეხვედრაზე განვიხილეთ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები. პარტია აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, უკვე მიმდინარეობს გარკვეული დეტალების შეთანხმება. „ქართული ოცნება“ ემზადება იმისათვის, რომ კვლავაც დამაჯერებლად გაიმარჯვოს შემდგომი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. განწყობა არის ძალიან პოზიტიური და დადებითი. რა თქმა უნდა არსებობს გამოწვევებიც და ამ გამოწვევებთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ რწმუნებულება ჩვენი ლიდერებისგან, რომ გვექნება მზადყოფნა, ასევე რეგიონში ვახორციელებთ ძალიან ბევრ პროექტს, რომელიც გაგრძელდება და გამრავალფეროვნდება”,- წერს ჩიქოვანი.