საგამოძიებო სამსახურის უფროსი აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ოფისის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი – სოსო რამიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ოფისის რეგიონალურ ხელმძღვანელს, როსიცა პეტროვს შეხვდა. შეხვედრას საგამოძიებო სამსახურისა და აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სოსო რამიშვილმა სტუმრებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.

,,როსიცა პეტროვმა ხაზი გაუსვა აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის პროდუქტიულობასა და სამომავლო ინტენსიფიკაციის აუცილებლობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო სამსახურის როლზე კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, განსაკუთრებით –  კონტეინერების კონტროლის პროგრამის (CCP) ფარგლებში. ამერიკელმა სტუმარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა პროგრამაში ჩვენი უწყების ჩართულობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზე. აშშ-ის საელჩომ გამოხატა სურვილი დახმარება, გაუწიოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს როგორც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში, ასევე, მონაცემთა ანალიზის სისტემების წვდომის გაფართოებაში”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები