ლადო ბოჟაძე ,,გამჭვირვალობას” პასუხობს: ,,რაგბი ჩვენი თამაშია” რომ ვამბობთ, იმის დამსახურებაა, რომ რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ,,ქართუმ” ათეულობით მილიონი ლარი ჩადო, უანგარო ქველმოქმედება ახლაც გრძელდება

,,რაგბი ჩვენი თამაშია” რომ ვამბობთ, იმის დამსახურებაა, რომ რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ,,ქართუმ” ათეულობით მილიონი ლარი ჩადო, უანგარო ქველმოქმედება ახლაც გრძელდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არათუ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილს ჯილდოც კი გადაეცა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა” მთლად ასე ყველაფერში თუ ერკვეოდნენ, არ მეგონა. სპორტის საკითხებითაც დაინტერესებულან, კერძოდ, რაგბით. ,,რაგბი ჩვენი თამაშია” რომ ვამბობთ და ასე ვამაყობთ ჩვენი ბორჯღალოსნების გამარჯვებებით, იმით, რომ სპორტის ამ სახეობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ რაგბის ინფრასტრუქტურისა და კლუბების განვითარებაში ფონდმა ,,ქართუმ” ათეულობით მილიონი ლარი ჩადო და ეს სრულიად უანგარო ქველმოქმედება ახლაც გრძელდება. არათუ ქართული, არამედ მსოფლიო რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილს ჯილდოც კი გადაეცა. რა მიზანს ემსახურება ასპინძის სარაგბო ბაზის გარშემო ,,კვლევა”, რატომ ხდება მიზანმიმართულად ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, წარმატებული, პოპულარული და მასობრივი სპორტის სახეობის დისკრედიტაცია? მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე ჩირქი მოცხონ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის” მიუღებელ ადამიანს? მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ასეთია პოლიტიკური დაკვეთა? მთლად ასე ,,საერთაშორისოდ გამჭვირვალედ” პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ შეიძლება, არა! არ შეიძლება გაქცეული მთავარსარდლისგან ბრძანებების მიღება, მიუხედავად იმისა რომ კაპიტანი ხარ, ეკა”, – წერს ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები