აშშ-მა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის ოპერატორს სანქციები მოუხსნა

შეერთებულმა შტატებმა გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის პროექტის გენერალურ დირექტორისთვის, მატიას ვარნიგასთვის დაწესებული სანქციები გააუქმა.

ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა დაადასტურა.

როგორც მაასმა თქვა, ”ჩვენ ამას, როგორც კონსტრუქციულ ნაბიჯს, განვიხილავთ, რომელსაც სიამოვნებით გავაანალიზებთ ჩვენს პარტნიორებთან ვაშინგტონში”, – თქვა მაასმა და დასძინა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას სხვა არავითარი დაპირება არ გაუცია, გარდა – სანქციათა რეჟიმიდან მოხსნაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და ბერლინს აძლევს დამატებით სამ თვეს არსებული დავის მოსაგვარებლად, რომელიც 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის დასრულებას ითვალისწინებს.

“ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის პროექტი ითვალისწინებს გაზსადენის ორი მიმართულების მშენებლობასა და ფუნქციონირებას, რომელთა საერთო სიმძლავრე იქნება წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში.

გაზსადენის დამფუძნებელია რუსული “გაზპრომი”. პროექტს აფინანსებენ ევროპული კომპანიები – French Engie, ავსტრიული OMV, ბრიტანულ-ჰოლანდიური Shell, გერმანული Uniper და Wintershall.

“ჩრდილოეთ ნაკადი-2” 90% -ზე მეტით არის დასრულებული. უკრაინის გვერდის ავლით გაზსადენის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმებოდა, უკვე არსებულ “ჩრდილოეთ ნაკად-1”-თან ერთად. თუმცა, შეერთებულმა შტატებმა გაზსადენის წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები დააწესა და არაერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებსა და კერძო კომპანიებს, შეწყვიტონ მუშაობა მილსადენზე.

7 იანვარს გერმანიაში გაზსადენის მშენებლობის მხარდასაჭერად ფონდი დაფუძნდა. 18-მა კომპანიამ უკვე თქვა უარი გაზსადენის პროექტში მონაწილეობაზე.

6 თებერვალს “ჩრდილოეთ ნაკად-2″ში განაცხადეს, რომ მუშაობას აგრძელებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ გაზსადენს “ევროპის ქვეყნებისათვის ხაფანგი” უწოდა.

20 აპრილს კი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა დარჩეს ევროპაში რუსული გაზის მიწოდების სატრანზიტო ქვეყნად, მიუხედავად გერმანიის გადაწყვეტილებისა, დასრულდეს რუსული გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები