ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, უკრაინაში ბოლო დროს გახმაურებულ კორუფციულ სკანდალს „უკიდურესად სამწუხარო“ უწოდა და აღნიშნა, რომ კიევმა მსგავსი შემთხვევები სერიოზულად უნდა მიიღოს.
„ეს უკიდურესად სამწუხარო მოვლენაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უკრაინა მძიმე ომს აწარმოებს და ჩვენს ქვეყნებზეა დამოკიდებული სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაში. კორუფციისთვის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ახლა. ვგულისხმობ, რომ ეს, ფაქტობრივად, ხალხის ფულია, რომელიც ფრონტის ხაზზე უნდა წავიდეს,“ — განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ განაგრძოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და უზრუნველყოს გამჭვირვალობა სახელმწიფო სტრუქტურებში.
„ჩვენ ვაფასებთ უკრაინის ხალხის გმირობას, მაგრამ საჭიროა, რომ ინსტიტუტებმა საერთაშორისო პარტნიორების ნდობა დაიცვან. ეს მათ ევროპულ მომავალზეც მოქმედებს,“ – აღნიშნა მან.