ნინო წილოსანი – ოპოზიციის ბრიფინგზე: 15:00 საათზე წერილი “პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა, როგორც გარედან მოსული დაკვეთა, 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით სიტყვა-სიტყვით წაიკითხა ეს დავალება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და ამის პარალელურად სოციალურ ქსელში აქვეყნებს „Prime Time“-ის მიერ მოპოვებულ იმ დოკუმენტს, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, წერილი, რომელიც გავრცელდა, „აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით სიტყვა სიტყვით წაიკითხა“
„15:00 საათზე ეს წერილი “პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა, როგორც გარედან მოსული დაკვეთა. 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით სიტყვა სიტყვით წაიკითხა ეს დავალება.“- წერს ნინო წილოსანი.