ალეკო ელისაშვილი კალაძეზე – რაღაც ხდება კალაძის თავს, ეტყობა იპრანჭება, თუ რამე სხვა ხდება
რაღაცა ხდება კალაძის თავს, ეტყობა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდისგან გაუცხოებულია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ძალიან საყურადღებო იყო გუშინ დავით სერგეენკოს გადაკრული განცხადება, უალტერნატივო არავინ არისო, როცა კალაძესთან დაკავშირებით საუბრობდა.
არ ვიცი, მე არ ვარ „ოცნების“ სამზარეულოში ჩახედული, მაგრამ რაღაცა პროცესები რომ მიდის და რაღაც პროცესებისგან რომ დისტანცირებულია კალაძე, ფაქტია.
არ ვიცი, იპრანჭება და ეგეთი სტრატეგია აქვთ ხალხმა სთხოვოს, არიქა შენ გარეშე ეს ქალაქი ვერ გადარჩებაო, თუ რამე სხვა ხდება, არ ვიცი“, – განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.