ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაზე: ეს ყველაფერი იდგა და დგას დიდ სიცრუეზე, ქვეყნის ღალატზე და ეს აუცილებლად დასრულდება
როცა აგენტურაზე გვაქვს საუბარი, მათგან არეულობის მცდელობას ყოველთვის უნდა ველოდოთ, რაც შეეხება რესურსს, ამ აგენტურამ კონკრეტული დავალებებით თავის თავი გაიუქმა , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციური პარტიების გეგმებსა და რესურსებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სრულად გაშიშვლებულია ის დამკვეთი ძალაც, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს მითითებებს აძლევს.
„ვნახეთ, გავშიფრეთ, მივყევით, ყველა ინსტიტუტი იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ბოლოს ვნახე რამდენიმე ათეული ადამიანი რეზინის ქათმებით დარბოდა, ასეთ პერფორმანსებს მიმართავენ ალბათ. ეს ყველაფერი იდგა და დგას დიდ სიცრუეზე, ქვეყნის ღალატზე, აგენტების მხარზე და ეს აუცილებლად დასრულდება“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.