რუტემ გამორიცხა რუსეთის მიერ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დამოკიდებულია მისი წევრების კონსენსუსზე და არა რუსეთის პოზიციაზე.
უკრაინის ალიანსში წევრობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის კომენტირებისას, რუტემ აღნიშნა, რომ „რუსეთს არ აქვს ხმის მიცემის ან ვეტოს უფლება იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ნატოს წევრი“.
„მაგრამ ალიანსში წევრობა ერთსულოვნებას მოითხოვს. ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის გზა ნატოში შეუქცევადია. ამავდროულად, რამდენიმე მოკავშირემ, განსაკუთრებით შეერთებულმა შტატებმა, განაცხადა, რომ ამჟამად ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაწევრიანებას“, – დასძინა მან.
გენერალური მდივნის თქმით, ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ კონტექსტში, უკრაინას უნდა მიეწოდოს „საკმარისად სანდო უსაფრთხოების გარანტიები“, რათა რუსეთმა აღარასდროს სცადოს მასზე თავდასხმა, თუკი ნატოს წევრობა „ვარიანტი“ არ იქნება.