„ჩარლი ჩაპლინის თოჯინაზე უსასრულოდ შემიძლია მუშაობა“ – ქეთევან შუბითიძის „ფასკუნჯი“, ჟღალი და ხუჭუჭა თოჯინები და ჯადოსნური საახალწლო პერსონაჟები

 ბავშვობიდან  თოჯინებით იყო გატაცებული. თუმცა ხელნაკეთი თოჯინების სერიოზული საქმე შვიდიოდე წლის წინ დაიწყო. მას შემდეგ ხელნაკეთი აქსესუარების გვერდს „ფასკუნჯს“ ახალ-ახალი ულამაზესი თოჯინა და ნაძვის ხის სათამაშო  ემატება.   ჯადოსნური პერსონაჟები: ელფები, თოვლის ფერიები, გნომები და  ვლის კაცები ახალ წელსაც გაუხარებენ ადამიანებს გულებს. – ქეთევან შუბითიძის პერსონა.
– როგორ შეგიყვარდათ ეს საქმე?
– ბავშვობაში ერთი თოჯინა ვნახე ვიტრინაში, რომელიც არ იყიდებოდა. ძალიან მინდოდა მქონოდა. ყოველ დღე ვცდილობდი მსგავსი თოჯინის შექმნას და დადგა ის დრო, როცა არაერთი მსგავსი თოჯინა შევქმენი.
– თოჯინებზე სერიოზულად მუშაობა ალბათ მოგვიანებით დაიწყეთ…  პირველი ხელნაკეთი თოჯინა…
– როცა სოციალური ქსელის საშუალებით გავუზიარე ადამიანებს ჩემი ნამუშევარი, ძალიან დადებითი უკუკავშირი მოჰყვა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მახსოვს პირველი თოჯინა, რომელიც აუდიტორიის წინაშე წარდგა. ეს იყო ხუჭუჭა წითური ფერია.
–  ყველა თოჯინა ხუჭუჭა და ჭორფლიანია… ფასკუნჯი – ხელნაკეთი აქსესუარები კი გვერდის სახელია..
– ფასკუნჯს ჩემს გოგოს ვეძახდი პატარაობაში მოფერებით. ხუჭუჭაა ისიც და ყველა თოჯინა მას ჰგავდა.
– წინასწარ თუ იცით, როგორი გამოვა თოჯინა?
– ზოგჯერ ვიცი, როგორი უნდა გავაკეთო, ზოგჯერ უბრალოდ სიურპრიზივითაა.
– ყოველ ხელნაკეთში თქვენს ენერგეტიკას დებთ…
– ყველა თოჯინა დიდი სიყვარულით იქმნება და ეს ისახება თოჯინების ხასიათშიც, ყველას აყვარებენ თავს.
   თოჯინების პროტოტიპები?
– ზოგჯერ კონკრეტული ადამიანები არიან, ზოგჯერ ელფები და ზღაპრის პერსონაჟები.
  პირველი შემფასებელი…  როგორ გიდგათ მხარში ოჯახი?
– პირველი შემფასებელები ჩემი შვილები არიან. ძალიან უყვართ და უხარიათ, როცა ახალ თოჯინას ხედავენ .თითქოს ახალი მეგობარი ჰყავთ.
ერთი თოჯინის ისტორია…
– რთული კითხვაა, ყველა მათგანს თავისი საინტერესო შექმნის ისტორია აქვს, თუმცა შეიძლება გამოვარჩიო ჩარლი ჩაპლინის თოჯინა, ძალიან სახასიათო ტიპაჟით, სევდით და დარდით, იმედით და სიხარულით შენიღბული მზერა. უსასრულოდ შეიძლება მის პორტრეტზე მუშაობა.
ვიცი, რომ თოჯინების დამზადება ძალიან შრომატევადია… რამდენი ხანი გჭირდებათ ერთი თოჯინისთვის და რა მასალას იყენებთ?
– თოჯინა დამზადებისას ბევრ ეტაპს გადის. დრო დაახლოებით 2-5 დღე და მეტიც სჭირდება. მთავარი მასალა პოლიმერული თიხაა. დანარჩენი შერეული. ქსოვილი, ლითონი, ბუნებრივი ბეწვი.ახალი წელი ახლოვდება. რამე განსაკუთრებულს ხომ არ უმზადებთ თოჯინების მოყვარულთ?
– დიახ ახალი წლის ჯადოსნური პერსონაჟები – ელფები, თოვლის ფერიები, გნომები და თოვლის კაცები კიდევ ბევრის გულებს გაახარებენ ახალ 2026 წელს.
ჰობი…
– ჰობი და პროფესია ერთმანეთშია გამთლიანებული.
გამოფენები. სამომავლო გეგმები…
– მსურს მივიღო მონაწილეობა თოჯინების საახალწლო გამოფენაში. სამომავლოდ ვფიქრობ პერსონალურ გამოფენებზეც და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღებასაც.

                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები