ჰონგ-კონგში, მაღალსართულიან შენობებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგში, მაღალსართულიან შენობებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჰონკონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯონ ლიმ განაცხადა.

მისი თქმით, სულ მცირე, 279 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

გარდა ამისა, 29 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ ეტაპზე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 800-ზე მეტი მეხანძრე და პარამედიკოსი, ასევე 140 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე საცხოვრებელ ბინას ითვლის, სადაც 4 600 ადამიანი ცხოვრობს.

მედიის ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტერიტორიაზე მიწისქვეშა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რამდენიმე ნაგებობას გარშემო ბამბუკის ხარაჩოები აქვს და ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ აღნიშნულ კონსტრუქციას გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები