მარინა კალიურანდი: კახა კუჭავას მხრიდან მივიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, დავრწმუნდით, რომ დავუბრუნდით სწორ ლიანდაგს და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ
კახა კუჭავას მხრიდან მივიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, დავრწმუნდით, რომ დავუბრუნდით სწორ ლიანდაგს და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში უნდა იყოს ძლიერი დემოკრატია, ძლიერი პარლამენტი, ძლიერი მმართველი გუნდი და ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ჩართულია დისკუსიაში.
„ეს იყო პირველი შემთხვევა კახა კუჭავასთან უკვე სპიკერის რანგში მესაუბრა. ბედნიერი ვარ შეხვედრით, ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ვისაუბრეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, მიშელის დოკუმენტის აღსრულებაზე. შეხვედრის მიმდინარეობისას გავიგეთ სასიამოვნო ახალი ამბავი, რომ ოპოზიციის წევრების ნაწილი შეურთდება პარლამენტს. ეს ძალიან კარგია და მოხარულები ვართ, რომ იმპლემენტაცია აქტიურ ფაზაშია და ეს გვინდოდა თქვენს გულშემატკივრებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტი იწყებს მუშაობას ისე, როგორც ევროპული დემოკრატიული ორგანო, სადაც იქნებიან არჩეული პარლამენტარები. საქართველოში უნდა იყოს ძლიერი დემოკრატია, ძლიერი პარლამენტი, ძლიერი მმართველი გუნდი და ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ჩართულია დისკუსიაში. ეს ძალიან დიდ დატვირთვას ატარებს და ეს სურს ხალხს. კუჭავასთან განვიხილეთ რეფორმების გაგრძელება, ხელისუფლების გადანაწილება, რაც დოკუმენტითაა განსაზღვრული. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ და ბედნიერი, რომ საქართველო სწორ გზაზეა. ჩვენ მივიღეთ სპიკერის მხრიდან ყველა საჭირო ინფორმაცია და დავრწმუნდით, რომ დავუბრუნდით სწორ ლიანდაგს და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ბევრი ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები უნდა გაიხსნას და რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ევროპარლამენტის სრული, ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა ვიდრე თქვენი ქვეყანა ევროპულ გზაზეა და საქართველო ნამდვილად ევროპულ გზაზეა“, – განაცხადა კალიურანდმა.