არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი ორმხრივ თანამშრომლობას და ლიეტუვას მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მხარდაჭერას შეეხო. არჩილ თალაკვაძემ ელჩთან დეოკუპაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის და პანდემიის მართვის საკითხები განიხილა, ასევე, ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე და რეფორმებზე, რომელიც “მიშელის შეთანხმების” ნაწილია. საუბარი შეეხო ვილნიუსის სამიტს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით 2023 წელს გაიმართება და საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნაზე ნატოში გასაწევრიანებლად.
არჩილ თალაკვაძემ ანდრიუ კალინდრას მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ლიეტუვას მხრიდან გაწეული დახმარებისთვის და ვაქცინების დონაციისთვის, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები