არჩილ თალაკვაძე: დმანისში ინციდენტი ამოწურულია, ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობს
“დმანისში ინციდენტი ამოწურულია, ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობს”, – ამის შესახებ ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დმანისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
„ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ძალადობს, ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის ძალადობა არის მიუღებელი, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეთნიკური წარმოშობის არის ესა თუ ის ადამიანი და აქაც სახელმწიფო ამ ინციდენტს, კანონდარღვევას სწორედ ასე მიუდგა და გუშინ ნახეთ, რომ მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი. დმანისში ინციდენტი ამოწურულია, მესმის, რომ ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს სურდა, სიტუაცია უფრო დაძაბულიყო, როგორც წესი, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად, რომ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ერთმანეთს საქმის კეთებაში შევეჯიბროთ, მომავალზე ორიენტირებული გეგმები და პროექტები წარვუდგინოთ საზოგადოებას, რათა ჩვენი ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ის, ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს, ხედავთ, რომ დარჩა თამაშგარეთ და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დმანისში კონფლიქტი დასრულდა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.