კახა კოჟორიძე: სასამართლოს განჩინებით, “რუსთავი 2”-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს განჩინებით, „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.

მისივე თქმით, ყველა სამართლებრივი მექანიზმი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ “რუსთავი 2” თავის დამფუძნებლებს დაუბრუნდეს.

“სიახლე ,,რუსთავი 2-ის საქმეზე:

,,კოჟორიძე და იურისტები“ საადვოკატო მომსახურებას უწევს “რუსთავი 2″-ის დამფუძნებლებს, დ. დვალსა და ჯ. აქიმიძეს. სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ. ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ. ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით.

გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც კოჟორიძე სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები