ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტრომ “ასტრაზენეკას” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება აკრძალა.
აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც 5 მაისს პრეპარატი 22 წლის მამაკაცს შეუყვანეს, რომელიც 11 დღეში გარდაიცვალა.
ინფორმაციას გაზეთი Jakarta Globe ავრცელებს.
როგორც მამაკაცის ოჯახის წევრები ამბობენ, იმუნიზაციის შემდეგ, გარდაცვლილს თავის ტკივილები დაეწყო, მოემატა ტემპერატურა და სახსრების ტკივილი. ერთი დღის შემდეგ, მისი სიმპტომები გაუარესდა, მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ COVAX-ის პლატფორმით მიღებული დარჩენილი ვაქცინის 448 480 დოზა ადგილობრივ მარეგულირებელს მისი ტოქსიკურობისა და სტერილობის შესამოწმებლად გაუგზავნა. პასუხი იყო უკვე 16 მაისს.