რა ვითარებაა ისრაელისა და ღაზას სექტორის ცხელ წერტილებში – მსხვერპლის რაოდენობა კვლავ იზრდება

ისრაელის ქალაქ აშკელონში საგანგაშო სიგნალები საშუალოდ 12 წუთში ერთხელ ისმის, რასაც ღაზას სექტორის საზღვართან ორმხრივი სროლა მოსდევს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს, ისრაელის არმიის გენერალმა, ორი გორდინმა, განუცხადა.

„რაკეტების რაოდენობა, რომელიც აშკელონის მიმართ იყო გაშვებული 5 დღის განმავლობაში 580-ს შეადგენს. საშუალოდ, როგორც ვხვდებით, აშკელონის მიმართ რაკეტა ყოველ 12 წუთში მიფრინავდა და ისმოდა განგაშის სიგნალი. სამოქალაქო პირებს – ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს უწევთ ყოველ 12 წუთში ჩასვლა და დამალვა“,- განაცხადა გორდინმა.

მისი თქმით, პალესტინური დაჯგუფებებმა საგრძნობლად გაზარდეს სარაკეტო გასროლის მანძილი და სიხშირე, განსაკუთრებით კი ცენტრალურ რაიონებში.

ვითარება 10 მაისს დამძიმდა. 16 მაისის მონაცემებით, ესკალაციის დაწყებიდან დღემდე, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2,9 ათასი რაკეტა იქნა გაშვებული, მათგან 1150 ისრაელმა დაცემამდე გაანადგურა. არსებული მონაცემებით ისრაელში 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 მძიმედ დაშავდა. ისრაელმა ასევე ასობით დარტყმა განახორციელა ღაზას სექტორის მიმართ. ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა 181 პალესტინელი, მათგან 52 ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები