ირაკლი კობახიძე: კახიშვილს ორი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, უარი თქვა, მასთან კონსულტაციები გვექნება
კახა კახიშვილს ორი სხვადასხვა “კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, უარი თქვა”, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას კახა კახიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ შესაძლო დატოვებაზე.
მისი თქმით, კახიშვილთან კონსულტაციები იქნება.
„შემიძლია, საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შედეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას ორი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, უარი თქვა. რაიმე ინტერესი თუ არის, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და, შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.