ისრაელის არმიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

ისრაელის თავდაცვის არმიაში ღაზას სექტორში თითქოს დაწყებულ სახმელეთო ოპერაციას არ ადასტურებენ.

არმიის სპიკერმა, იონათან კონრიკუსმა თქვა, რომ ღამით მის ნათქვამთან დაკავშირებით შიდა გაუგებრობა იყო და ამაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

გვიან ღამით არმიაში განაცხადეს, რომ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

“უნდა დავიწყოთ წუხანდელი მოვლენების გარკვევით. მოხდა შიდა გაუგებრობა, რისთვისაც მე პირადად პასუხისმგებლობას ვიღებ. რთული ოპერაციების დროს ასეთი რამ ზოგჯერ შეიძლება, მოხდეს”, – განცხადა კონრიკუსმა ბროფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები